19:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 17:03:12, 2672 ნახვა

მსოფლიო
ისრაელში ყველაზე მასშტაბური გეი-პრაიდი გაიმართა - აღლუმს 200 ათასი ადამიანი დაესწრო

ისრაელში მასშტაბური გეი-აღლუმი ჩატარდა, - ამის შესახებ RTVi იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თელ-ავივის ქუჩებში ლგბტ თემის 200 ათასი წარმომადგენელი გამოვიდა. აღლუმს 30 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქეც დაესწრო, რომლებიც ამ დღეს ისრაელში სპეციალურად ჩავიდნენ.

პრაიდის მონაწილეების ერთ-ერთი ძირითადი ლოზუნგი ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების დევნას უკავშირდებოდა.

მედიის ცნობით, აღლუმი თელ-ავივში უკვე 19 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 9 ივნისს იმართება.

აღლუმს მოსახლეობა ოჯახის წევრებთან ერთად შეუერთდა. როგორც აღლუმის მონაწილეები აცხადებდნენ, მათთვის მნიშვნელოვანია, მსოფლიოს აჩვენონ, რომ ისრაელი თავისუფალია.

მედიის ინფორმაციით, აღლუმზე უცხოელების ვიზიტმა ისრაელის ბიუჯეტში 30 მილიონ დოლარზე მეტი შეიტანა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics