21:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 19:32:58, 1965 ნახვა

საზოგადოება
ავთანდილ ხურციძის დაკავების გამო, ბრიტანელ მოკრივე ბილი ჯო სანდერსთან ორთაბრძოლა გადაიდო

ავთანდილ ხურციძისა და ბრიტანელი მოკრივე ბილი ჯო სანდერსის ორთაბრძოლა გადაიდო, - ამის შესახებ მსოფლიო საშუალო წონის ჩემპიონატის WBO-ს ბრიტანელმა პრომოუტერმა ფრენკ უორენმა განაცხადა. 

როგორც უორენმა აღნიშნა, ორგანიზატორები ამ ეტაპზე გეგმავენ,  ბრძოლა სხვა თარიღისთის გადაიტანონ.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გამოსავლენი ბრძოლა 8 ივლისს ლონდონში Copper Box Arena-ზე უნდა გამართულიყო, თუმცა ორგანიზატორების ინფორმაციით, ხურციძე ნიუ-იორკში ე.წ. რიკოს საქმეზე დააკავეს და მას პასუხისგება მოუწევს. 

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში დაკავებულ ქართველებს შორის, რომლებიც  აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, შესაძლოა ცნობილი სპორტსმენებიც იყვნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ დაკავებულთა სია გამოაქვეყნა. სიის თანახმად, დაკავებულებს შორის არიან ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი, თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, საუბარია თუ არა ქართველ სპორტსმენებზე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics