16:13 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 12:03:15, 2205 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: არ მიკვირს, რომ პრეზიდენტი ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობას თავს არიდებს

„ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი კონსტიტუციასთან მიმართებით და პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას თავად და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი დაესწრებიან, ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტის მონაწილეობას - პარლამენტის თავმჯდომარე ამის შესახებ ინფორმირებული არ არის. ირაკლი კობახიძემ აქვე აღნიშნა, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის პოზიციები სუსტია და ეს 7 ივნისს გამართულ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზეც დადასტურდა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას არ უკვირს, რომ პრეზიდენტი ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობას თავს არიდებს.

„ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი კონსტიტუციასთან მიმართებით და პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი. ეს დადასტურდა მათ შორის გუშინდელ საკომიტეტო მოსმენაზე. თქვენ გახსოვთ, რომ თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით გვესმოდა აბსოლუტურად დრამატული შეფასებები. საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს თავდაცვასთან დაკავშირებული ცვლილებები შეაფერხებს საქართველოს სვლას ნატოსკენ, თითქოს ეს გამოიწვევს მორღვევას ინსტიტუციური სისტემის. აღმოჩნდა, რომ არსებული პროექტი გამოიწვევს არა ამას, არამედ პირიქით - თვისებრივ გაუმჯობესებას იმ რეგულაციების, რომელიც დაკავშირებულია თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან. პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი კონსტიტუციასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, მე არ მიკვირს, რომ ის თავს არიდებს ვენეციაში, პლენარულ სხდომაში მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics