17:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 17:15:39, 1804 ნახვა

საზოგადოება
სამშვიდობო მისიაში მონაწილე ამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოდან მოსწავლეების წერილები მიიღეს

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა  საქართველოდან მოსწავლეების წერილები მიიღეს.

თბილისის, რუსთავის, ფოთის, გორის, ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის და მარნეულის საჯარო სკოლების წერილებთან ერთად, ბავშვებმა ჯარისკაცებს საჩუქრებიც გაუგზავნეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფმა ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა სკოლის მოსწავლეებს საპასუხო ბარათებიც მოუმზადეს და უახლოეს მომავალში საქართველოში გამოგზავნას გეგმავენ.

„წერილები ჯარისკაცებს“ საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. ამჯერად, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით, წერილები მთელი საქართველოს მაშტაბით შეგროვდა, ხოლო ავღანეთში მათი გაგზავნა თავდაცვის სამინსტროს მიერ განხორციელდა. პროექტის მიზანი სამშვიდობო მისიაში მყოფი ჯარისკაცებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics