14:19 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 17:49:01, 2472 ნახვა

საზოგადოება მსოფლიო
ბაჰრეინის სამეფოს ცნობილი ჟურნალი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სტატიას უძღვნის

ბაჰრეინის სამეფოს ერთ-ერთმა პოპულარულმა ჟურნალმა „Power Up", ახალ ნომერში საქართველოს შესახებ საინფორმაციო-ტურისტული სტატია დაბეჭდა, სახელწოდებით - სად წავიდეთ შემდგომ? დანიშნულების პუნქტი თბილისი (Where To Go Next? Destination Tbilisi).

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დედაქალაქი თბილისი მდიდარია ისტორიით და ამავდროულად თავის სტუმრებს უზრუნველყოფს მათთვის სასურველი თანამედროვე კომფორტით. 

ავტორი სტატიაში საუბრობს ქართული ენის უნიკალურობაზე, საქართველოს ბუნების მრავალფეროვნებაზე, ადგილობრივ სამზარეულოზე და სტუმართმოყვარეობაზე. 

ის განსაკუთრებულ ყურადღებას თბილისის პეიზაჟებსა დს არქიტექტურაზე ამახვილებს, დაწვრილებით აღწერს საქართველოს დედაქალაქს და მის ღირსშესანიშნაობებს.
 
ჟურნალ „Power Up"-ში საქართველოს შესახებ სტატია ბაჰრეინის სამეფოში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით დაიბეჭდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics