|
2017-05-17 19:33:57, 1849 ნახვა
სამართალი
პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, საქართველოს პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა და ერთხმად მიიღო. „პატიმრობის კოდექსსა“ და თანმდევ კანონებში ცვლილებები დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სესიაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა წარუდგინა. ცვლილებათა პაკეტში გათვალისწინებულია პირველი მოსმენის დროს და საპარლამენტო კომიტეტებზე გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები. საკანონმდებლო ცვლილებები სასჯელის აღსრულების სფეროში არაერთი უპრეცედენტო სიახლის დანერგვას ითვალისწინებს, მათ შორის: პენიტენციურ სისტემაში იქმნება ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გათავისუფლებისთვის მომზადების, დაბალი რისკისა და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების უფლება მიეცემათ; იცვლება ტელევიზორით სარგებლობასთან დაკავშირებული წესები; საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულებს პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესაძლებლობა მიეცემათ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საშიშროების რისკს შეიმცირებენ; წესდება რეგულაციები დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე პირთა ქცევის შესახებ; დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს მიეცემათ უფლება, დაწესებულების დირექტორის ნებართვით იქონიონ მაცივარი; საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისთვის იზრდება სატელეფონო საუბრებით სარგებლობის ოდენობა და ხანგრძლივობა - თვეში ორი სატელეფონო საუბარი, თითოეული არაუმეტეს 15 წუთის ხანგრძლივობით; ასევე, მათ ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება მიენიჭებათ - წლის განმავლობაში ერთხელ, ხოლო წახალისებით დამატებით კიდევ ერთი; ქალ მსჯავრდებულებს, რომლებსაც პენიტენციურ დაწესებულებაში ჰყავთ 3 წლამდე ასაკის შვილი, 3 წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ, 1 წლის განმავლობაში, უფლება მიეცემათ უქმე და დასვენების დღეებში დაწესებულება დროებით დატოვონ; მკვეთრად მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები; სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება; იხვეწება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის გათავისუფლების, ასევე, ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულისთვის სასჯელის გადავადების და სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმები; მკაცრდება მსჯავრდებულის მიერ გაქცევის ან სასჯელის მოხდისგან თავის არიდებისთვის გათვალისწინებული სასჯელი - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვს წლამდე ვადით; იხვეწება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი და სხვა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მუხლობრივ და პუნქტობრივ განხილვაზე დეპუტატებმა წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით დაგეგმილი სიახლეები დადებითად შეაფასეს და მხარდაჭერა გამოხატეს. კახა კახიშვილმა პარლამენტის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მზადაა პენიტენციური სისტემის რეფორმა განაგრძოს. მისი თქმით, მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ, ცვლილებათა პაკეტით გათვალისწინებული სიახლეების იმპლემენტაცია დაიწყება.
(NS)
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)