03:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 16:48:13, 1848 ნახვა

საზოგადოება
მეტროპოლიტენის მეორე ხაზის მუშაობა შეწყვეტილია

თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზის მუშაობა შეწყვეტილია.

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის სატრასპორტო კომპანიიდან აცნობეს, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზს ელექტროენერგიის მიწოდება 16:15 საათზე შეუწყდა.

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულის გამო საბურთალოს ხაზი დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს. 

"ხაზზე მოძრავი ყველა მატარებელი მგზავრებისგან დაიცალა შესაბამის სადგურებზე. თბილისის მეტროს პირველი ხაზი (ვარკეთილი-ახმეტელის თეატრი) მუშაობას აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში.

ამასთან თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის. ს.ს "თელასში" მასობრივ გათიშვასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ", - ნათქვამია განცხადებაში. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics