03:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 16:26:35, 1650 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონში საყრდენი კედლის გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა

სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ჩიხში, 181-ე კორპუსის საყრდენი კედლის გამაგრებითი სამუშაოები უკვე დასრულდა.    

რეაბილიტირებული კედლის სიმაღლე  40 მეტრია. კედელი, ნიადაგის ეროზიის გამო, შესაძლებელი იყო ჩამონგრეულიყო, რის გამოც მას გამაგრებითი  სამუშაოები ჩაუტარდა. 

კორპუსში მცხოვრებ 11 ადამიანს წლების განმავლობაში არსებული კედლის ჩამონგრევის საშიშროების საფრთხე გადაეჭრა.

სამუშაოებისთვის სამგორის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 86 000 ლარი გამოყო.  სამუშაოები შპს „ბილდინგ + „ -მა შეასრულა.

აღდგენით-გამაგრებითი სამუშაოები სამგორის რაიონის სხვა მისამართებზეც აქტიურ ფაზაშია. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics