01:18 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 09:46:14, 1805 ნახვა

საზოგადოება
ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების მონიტორინგის ჯგუფმა ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დაიწყო

16 მაისიდან ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება ორი სამინისტროს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფმა დაიწყო.

როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი  2017 წლის 11 მაისის ერთობლივი ბრძანების საფუძველზე (N1-1/200, 01-98/თ) შექმნეს. ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებს, რომლებიც  მომეტებულ რისკს შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

"მონიტორინგის ჯგუფი  ორივე უწყების შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებისგან შედგება - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებისგან.

ბრძანება უკვე ამოქმედდა, 16 მაისიდან ორივე სამინისტროს წარმომადგენლებმა ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დაიწყეს.

აღნიშნული ადგილები ორმაგ შემოწმებას გაივლის: ჩაუტარდებათ როგორც ტექნიკური ინსპექტირება, ასევე ზედამხედველობა გაეწევა შრომის პირობებს და შეფასდება, რამდენად შეესაბამება ისინი კანონმდებლობით დადგენილ შრომისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics