|
2017-05-15 18:23:56, 1777 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფოსტა სერვის ცენტრების რებრენდინგს იწყებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტამ“ ახალი კონსტრუქციის პირველი ცალკე მდგომი სერვის ცენტრი თიანეთის მუნიციპალიტეტში გახსნა. ღონისძიებას საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და თიანეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დაესწრნენ. თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალი სერვის ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას თბილისში არსებული საფოსტო მომსახურების ანალოგიურ სერვისებს სთავაზობს. რებრენდინგის შემდეგ, თიანეთის რაიონი რიგით 25-ე სერვის ცენტრია თანამედროვე ექსტერიერითა და ახალი კონსტრუქციით. საქართველოს ფოსტამ თიანეთის სერვის ცენტრის პარალელურად მსგავსი სტანდარტებისა და კონსტრუქციის 4 ახალ სერვის ცენტრი: დედოფლისწყაროში, ახმეტაში, ლაგოდეხსა და სიღნაღში გაიხსნა. თიანეთის სერვის ცენტრის პრეზენტაციაზე კახეთის ოთხივე ფოსტის სერვის ცენტრებიდან ვიდეო ჩართვები განხორციელდა, სადაც თიანეთში ჩასულ სტუმრებს ვიდეო ტრანსლაციის მეშვეობით საშუალება მიეცათ პარალელურ რეჟიმში დაკვირვებოდნენ კახეთის სერვის ცენტრების გახსნას. როგორც საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ განაცხადა, ფოსტის ახალი სერვის ცენტრი ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი ბიზნენის, ისე მთიანი რეგიონის ინფრასტრუქტურულ განვითარებას. ,,ეს პროექტი თიანეთის რეგიონიდან დავიწყეთ, რომლის მოსახლეობაც გამოირჩევა საფოსტო პროდუქტების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით და მოთხოვნით. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ მივიღეთ, რომლის აღსრულებაც დღეს დაიწყო და გაგრძელდება საქართველოს მთელი მასშტაბით. ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწობს რაიონში ბიზნესის განვითარებას და უზრუნველყოფს ადგილობრივი მსოახლეობის ინფორმირებას“, - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ. „საქართველოს ფოსტა“ თანამედროვე კონსტრუქციის ფოსტის ახალი შენობების მშენებლობას ქალაქ ბორჯომში და გურჯაანში მიმდინარე წელს დაასრულებს. (NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)