12:38 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 17:14:25, 771 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პარლამენტის პრეზიდიუმმა „პრემიერის“ პოსტზე ერიკ პუხაევის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის პრეზიდიუმმა „პრემიერ-მინისტრის“ პოსტზე ერიკ პუხაევის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ „სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული კანდიდატურა დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა წარადგინა.

მედიის ცნობით, პუხაევი ამ ეტაპზე დე-ფაქტო ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელია.

ერიკ პუხაევის „პოსტზე დამტკიცება“ ორშაბათს, დე-ფაქტო საპარლამენტო სესიის დღის წესრიგში დგას.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობა 24 აპრილს „გადადგა“, მას შემდეგ რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის პოსტი ანატოლი ბიბილოვმა დაიკავა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics