|
2017-05-12 15:29:06, 1504 ნახვა
საზოგადოება
Chekin In Georgia-იას ფარგლებში საქართველოში SOU Festival 2017 ჩატარდება
15 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით Check In Georgia ფარგლებში თბილისში თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის დეტალები SOU Festival 2017 ორგანიზატორებმა დღეს მედიის წარმომადგენლებს Rooms Hotel Tbilisi გააცნეს. პრესკონფერენციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან ესწრებოდა სამინისტროს წარმომადგენელი მაია გიორგაძე. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე მაია გიორგაძემ აღნიშნა -„პროექტი “Check in Georgia” უკვე მეორე წელია ხორციელდება. წელს ამ პროექტის ქოლგის ქვეშ შედის SOU ფესტივალი, რომელიც არის თავისი მასშტაბურობით პირველი ამიერკავკასიაში. დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი ძალიან წარმატებული იქნება და დიდ დაინტერესებას გამოიწვევს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მსმენელს შორის. შესაბამისად, ეს გამოიწვევს ტურისტული ნაკადის ზრდას ჩვენს ქვეყანაში“. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია / Georgian National Tourism Administration, თბილისის მერია / Tbilisi City Hall, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში /Deutsche Botschaft Tiflis, გოეთეს ინსტიტუტი / Goethe Institut, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო / Embassy of Kingdom of Netherlands, აშშ-ის საელჩო საქართველო / U.S. Embassy in Georgia, Turkish Airlines, Expo Georgia; წლევანდელი პროგრამა ჟანრების ფართო სპექტრს მოიცავს და მსმენელს მუსიკალური ექსპრესიის მრავალ ახალ მეთოდს წარუდგენს. ფესტივალი მოიცავს თბილისსა და რუსთავში თეატრალურ და სამუსიკო, ასევე საგამოფენო სივრცეებს. წლევანდელი სეზონის სახელია – „სხვა ზღვა“. ფესტივალი 15 მაისს გახსნება. თბილისის ცირკის არენაზე ქართველი არტისტი Tete Noise, სიმებიან კვარტეტთან ერთად „The Stringers” დაუკრავს. 5 ივლისს SOU 2017 ის დახურვის დღეს კი, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი სცენაზე ჰაცუნე მიკუს და კიიჩირო შიბუიას ვოკალოიდური ოპერა „დასასრული“ იქნება წარმოდგენილი. Check In Georgia საქართველოში წელს მეორედ ტარდება. პროექტი ხელს უწყობს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაზე, ტურისტული ნაკადების ზრდაზე, ეკონომიკურ წინსვლასა და ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების ზრდაზე იქნება ორიენტირებული. ამასთან, პროექტი წამახალისებელი ფაქტორი იქნება საქართველოში საქმიანი და კულტურული ტურიზმის ზრდისა და განვითარებასთვის. (NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)