14:47 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 12:15:08, 850 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტმა 78 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 78 მჯსავრდებული შეიწყალა.

როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განმარტა, 57 მსჯავრდებული საპატიმროს დღესვე დატოვებს, 21 მსჯავრდებულს კი, სასჯელი სხვადასხვა ოდენობით შეუმცირდა.

„დღეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა შეწყალების  აქტი.  დღევანდელი შეწყალების აქტის საფუძველზე პრეზიდენტმა  შეიწყალა 78 მსჯავრდებული,  ამ 78 მსჯავრდებულიდან  57 მსჯავრდებული  დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. ისინი სრულად შეიწყალა პრეზიდენტმა, ხოლო 21 მსჯავრდებულის  სასჯელი სხვადასხვა ოდენობით იქნება  შემცირებული. ზოგს  გაუნახევრდა, ზოგს მოაკლდა დარჩენილი სასჯელის  ერთი მესამედი.  სულ 460 მსჯავრდებული  საქმე განიხილა  შეწყალების კომისიამ, კომისია მუშაობა 30- 31 მარტს.   ეს დადებითი რეკომენდაციები ვისზეც გასცა კომისიამ ,  ეს სია რა თქმა უნდა გადაეგზავნა პრეზიდენტს და პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ  შეწყალებული იქნას 78  მსჯავრდებული.  კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მათგან 57  დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას“,-განაცხადა ქორიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics