2017-05-11 16:39:29, 2147 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ვხედავთ ორ-სამ ადამიანს, რომელიც ცდილობს, ეს პროცესი ჩაშალოს
გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მოსახლეობას თხოვნით მიმართა, პროვოკაციებს არ აყვნენ და კონსტიტუციურ ცვლილებებზე მსჯელობა მშვიდად გააგრძელონ.
მდინარაძის მხრიდან ასეთი გაცხადების გაკეთების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც დღის განმავლობაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა:
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ვხედავთ სულ ორ- სამ ადამიანს, რომელიც ცდილობს, რაღაცნაირად ეს პროცესი ჩაშალოს. მათთვის სამწუხაროდ, ეს ამბავი არ გამოსდით. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია. ნუ ავყვებით ამ პროვოკაციას. დავამშვიდოთ ერთმანეთი და გავაგრძელოთ მუშაობა იმ საკითხზე, რაზეც ერთმანეთს შევხდით“, - მიმართა მდინარაძემ საზოგადოებას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან