23:09 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 13:36:21, 2040 ნახვა

პოლიტიკა
რატიანი: პუტინმა რომ გადმოკვეთოს ხვალ საზღვარი, საინტერესოა, იმას პასპორტში რაიმე უწერია

იქ, სადაც საუბარია ოკუპაციაზე, იური ლუჟკოვი არ უნდა დადიოდეს იმ ქვეყანაში და არ უნდა გვეუბნებოდნენ, რომ პასპორტში მას არაფერი ეწერა განსაკუთრებული, - ამის შესახებ ”მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგო რატიანმა გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც რატიანმა აღნიშნა, ეს არ უნდა ხდებოდეს იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული. 

”არ უნდა გვეუბნებოდნენ იმას, რომ პასპორტში არაფერი ეწერა. პუტინმა რომ გადმოკვეთოს ხვალ საზღვარი, საინტერესოა, იმას პასპორტში რაიმე უწერია? ან კიდევ სხვებმა რომ გადმოკვეთონ. ამიტომ, ეს არ უნდა ხდებოდეს იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული და ის ჯარისკაცები, რომლებიც იცავდნენ ქვეყანას, იმათი გადაცემა არ უნდა ხდებოდეს. გია ცერცვაძის შემთხვევაშიც, არ უნდა ხდებოდეს”,- განაცხადა რატიანმა. 

აღსანიშნავია, რომ სერგო რატიანის ზემოხსენებულ სიტყვით გამოსვლას, დარბაზში ხმური მოჰყვა. ამის შემდეგ რატიანმა დამსწრე საზოგადოებას კითხვით მიმართა: ”ლუჟკოვი უნდა დადიოდეს ამ ქვეყანაში?".

შემდგომში დეპუატატმა საუბარი კონსტიტუციის პროექტზე გააგრძელა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics