21:47 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 12:18:15, 2514 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა

სააპელაციო სისტემაში მიხეილ ჩინჩალაძე 11 ხმით უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატების კენჭისყრა მიმდინარეობს.  იმისთვის, რომ  სასურველი თანამდებობა დაიკავონ, მათ საბჭოს წევრების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდებათ. 

არსებული ინფორმაციით, 24-მა მოსამართლემ გასაუბრების პირველი ეტაპი ვერ გადალახა, მათ შორის არის მოქმედი პროკურორი მაია ჯვარშეიშვილი. კენჭი ეყრებათ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც კეთილსინდისიერებისა და კომპეტენრურობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. 

შეგახსენებთ, რომ სულ 108 კანდიდატი დარეგისტრირდა. აქედან 101 კანდიდატი გამოცხადდა გასაუბრების პირველ ეტაპზე, საიდანაც 79 კანდიდატი შეირჩა, თუმცა 79-დან ორმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მოსამართლეთა დიდი ნაწილი მეორე ეტაპის გადალახვის შემთხვევაში სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნება, გარდა საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, რომლებიც უვადოდ გამწესდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics