21:47 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 18:11:31, 1680 ნახვა

საზოგადოება
შიდა ქართლში მობილური ექსტენცია იმყოფებოდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონის 16 სოფლის ფერმერებს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის, მარცვლოვანი კულტურების მეთესლეობის, მეცხოველებისა და მეფუტკრეობის მიმართულებით ინფორმაცია მიაწოდეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დარგის სპეციალისტებმა ფერმერების მეურნეობები დაათვალიერეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე  ინდივიდუალური რეკომენდაციები  და კონსულტაციები გაუწიეს.

მათივე ინფორმაციით, 2017 წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა  მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში,  მცხეთა მთიანეთის - 14, ქვემო ქართლის - 27, შიდა ქართლის - 16 და კახეთის 22 სოფლის 3000-მდე ფერმერს საკონსულტაციო მომსახურება გაუწიეს.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ექსტენციის პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1200-ზე მეტი ფერმერის გადამზადება განხორციელდა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics