21:48 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 17:45:27, 1828 ნახვა

საზოგადოება
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულმა მეანაბრეებმა შსს-სთან გადაინაცვლეს

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულმა მეანაბრეებმა ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს და აქციას უწყების შენობასთან აგრძელებენ.

შს სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ათობით ადამიანია შეკრებილი. დაზარალებული მეანაბრეების თქმით, გამოძიების დაწყებიდან 7 თვეა გასული, თუმცა საქმე წინ არ წასულა. დაზარალებული ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ნაწილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებს. 

ცნობისთვის, დაზარალებული მეანაბრეები აქციას მანამდე, პარლამენტის შენობასთან მართავდნენ. მათ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, რა დროსაც სამართალდამცველებმა 4 ადამიანი დააკავა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველთა დაუმორჩილებლობას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics