21:47 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 16:00:27, 1724 ნახვა

საზოგადოება
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულები აქციას მართავენ - დაკავებულია 4 პირი

პარლამენტის შენობასთან, საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები აქციას მართავენ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათობით ადამიანია შეკრებილი.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გამოძიების დაწყებიდან 7 თვეა გასული, თუმცა საქმე წინ არ წასულა. 

დაზარალებული ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ნაწილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებს. მომიტინგეები ქუჩის გადაკეტვას აპირებდნენ. დაპირისპირების დროს ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ აქციის 4 მონაწილე დააკავეს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომიტინგეები ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირი ნაწილობრივ გადაკეტილია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics