07:48 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 13:57:55, 2345 ნახვა

მსოფლიო
ოდესაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გუგა ღლონტი დააკავეს

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ოდესაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი სერგეი, მეტსახელად "გუგა" ღლონტი დააკავეს, - ამის შესახებ Interfax-Ukraina იუწყება. 

ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის დიმიტრი გოლოვინის განცხადებით, გუგა ღლონტი ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება. 

"ამ დროისთვის მიმდინარეობს დამნაშავის დეპორტაციის საკითხზე მუშაობა. ოდესა, არ არის ადგილი ქურდული შეკრებებისთვის", - განაცხადა გოლოვინმა. 

უკრაინული მედიის ცნობით, ღლონტი საბუთების გაყალბების და ნარკოტიკებით არაკანონიერი ქმედებების ბრალდებით რამდენჯერმეა გასამართლებული. 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 17 მარტს ე.წ. კანონიერი ქურდი სახელად "ჯონი ქუთაისკი" კიევში დააკავეს და უკრაინიდან გააძევეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics