|
2017-05-08 16:18:29, 2020 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ზუსტად ვიცით საით მივექანებით
„ზუსტად ვიცით საით მივექანებით - ეს არის ადამიანის უფლებების უკეთესი დაცვა, ორნახევარჯერ ნაკლები პატიმრები ციხეში, გაუმჯობესებული ჯანდაცვა და ჩვენი საგარეო პოლიტიკა“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო- სახალხო განხილვაზე მოქალაქის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მოქალაქის კითხვაზე „საით მივექანებით“ პარლამენტის თავმჯდომარემ 2012 წლის შემდგომ გატარებულ რეფორმებზე, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, ჯანდაცვასა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე ისაუბრა. „მე გეტყვით საით მივექანებით 2012 წლის შემდეგ. ზუსტად ვიცით საით მივექანებით და გეტყვით ეს რა არის. ეს არის ადამიანის უფლებების უკეთესი დაცვა, გავექანეთ ჩვენ 2012 წელს იქითკენ, რომ 24 ათას 500 პატიმრის მაგივრად დღეს გვყავს 9500 პატიმარი, ორ ნახევარჯერ ნაკლები პატიმარი. აქეთ გავექანეთ ბატონებო. ციხეებში კვდებოდა 150 კაცი, ახლა 12 კაცი კვდება. 12 -ჯერ ნაკლები ადამიანი კვდება ციხეებში და აქეთ გავექანეთ ჩვენ ყველა ერთად. მადლობა ღმერთს 2012 წელს. ქუჩაში ხალხს აღარ ხოცავენ, მომიტინგეებს აღარ არბევენ სასტიკი ფორმით, აქეთ გავექანეთ. ეს არის ყველაფერი, საითაც ყველა ერთად მივექანებით და მადლობა ღმერთს, რომ მივექანებით. გახსოვთ მაგალითად როგორი იყო პარლამენტი, ნოტარიუსი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა იანვარი-თებერვალი, მარტის განმავლობაში ეს არის უპრეცენდენტო უკეთესი დემოკრატიისკენ და ეს ყველამ ერთად გავაკეთეთ, აქ მჯდომმა თითოეულმა ადამიანმა. 2-ჯერ მეტი ფული იხარჯება იმაზე, რომ ჯანდაცვა, სოციალური დაცვა იყოს უზრუნველყოფილი, საგარეო პოლიტიკა, ზუსტად ვიცით, საით მივექანებით, ეს არის ევროკავშირი და ეს არის ნატო. ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება და სხვა სხვათაშორის მშვიდობიანი ურთიერთობები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან რასაც აქვს ძალიან პრინციპული მნიშვნელობა. რაც შეეხება კონსტიტუციას, ჩვენ არადემოკრატიულ კონსტიტუციას ვცვლით დემოკრატიული კონსტიტუციით და გვინდა, რომ ყველა აქეთ გაექანოს. ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რომელიც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ და აქეთ უნდა გავექანოთ ყველა ერთად“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)