07:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-07 10:09:58, 2095 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

 მეორე ტურში ერთმანეთს პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი უპირისპირდებიან. 

ფრანგი ამომრჩევლების უსაფრთხოებას 50 000 პოლიციელი იცავს.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში,  En Marche!-ს ლიდერმა, ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა ხმების 23,75 % მიიღო, ხოლო  "ნაციონალური ფრონტის" ლიდერმა, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენმა - 21,53 %.

ფრანგული ტელეკომპანია BFMTV-ს გამოკითხვის მიხედვით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამართულ ტელედებატებში ემანუელ მაკრონმა  63%-ით გაიმარჯვა. მარინ ლე პენმა კი  რესპონდენტთა ხმების 34% მიიღო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics