|
2015-04-11 11:05:25, 1205 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი აღდგომის დღეებში სერვისცენტრების მუშაობის განრიგს აქვეყნებს
საქართველოს ბანკმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ განაცხადა. ბანკის ინფორმაციით, 11 და 13 აპრილი საქართველოს ბანკის გარკვეული სერვისცენტრებისთვის, მათ შორის მეტროს სერვისცენტრებისთვის, დასვენების დღეები იქნება. მომხმარებელს ინფორმაციის მიღება, მოქმედი სერვისცენტრების შესახებ, საქართველოს ბანკის, სატელეფონო მომსახურების ცენტრში 2 444 444 ნომერზე დარეკვით შეეძლება. დღეს, 11 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, დილის 10:00 საათიდან, დღის 14:00 საათამდე, ხოლო მეტროს და Express ბანკის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე. მომხმარებელს, რომელსაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 9 ან 10 აპრილი საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შეტანა შეუძლია 14 აპრილს. საქართველოს ბანკის სატელეფონო მომსახურების ცენტრი დღეს, 22:00 საათიდან 13 აპრილის 10:00 საათამდე, არ იმუშავებს. დანარჩენი დღეები ჩვეულ 24 საათიან რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი. 14 აპრილიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)