|
2017-05-04 18:06:39, 1920 ნახვა
პოლიტიკა
„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან კარვების გაშლას გეგმავენ
„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციასთან შიმშილობას განაგრძობენ. მათი განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ. მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან ხანძრის გაჩენის მიზეზების ობიექტურ გამოძიებასა და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები მომავალ კვირაში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლებენ, სადაც კარვებს გაშლიან: „25 რიცხვიდან აქ ვსხედვართ. ვათენებთ და ვაღამებთ აქ. ზარალის ანაზღაურებას ვითხოვთ. ასევე ვითხოვთ ბანკების უპროცენტოდ შეჩერებას და საქმის დროულად გამოძიებას. ბოლო ბოლო, ჩვენ გავიგეთ მაჭავარიანის გარდა, ასათიანის და აბდუშელაშვილის რომ ყოფილა და ჩვენ რომ ვიცით, ამდენი მაგათ დაავიწყდათ, გამოძიონ ეს საქმე. ჩვენ მტრები კიარ ვართ ამათი. ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას. მომავალ კვირაში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გავშლით კარვებს და იქ დავიწყებთ შიმშილობას. ნორმალური ქცევა არ უნდათ. ჩვენ დაგვეწვა სერიოზული საქონელი. მადლიერი ვართ საკრებულოსი, კეთილი ნება გამოიჩინა, 3 000 კიარა, 3 ლარი რომ ფული ყოფილა, ახლა გავიგე. 35 000 მაქვს ბანკის ვალი აღებული, ვიხდიდი წინმსწრებადაც კი. იქონიონ ნამუსი და ამდენი ხალხი მტრებად არ გაიჩინონ. სოხუმელი ვარ, მერამდენედ დავიწყო ხელმეორედ ცხოვრება?! დავიღალე, უკვე გარეკვას ცოტა მიკლია, ცოდვები არ ვართ, ხალხი არ ვართ ჩვენ?! საერთო ჯამში 300-ზე მეტი ვართ დაზარალებული“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა ჯული ელიავამ. 30 იანვარს, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" დაიწვა, რამაც ტანსაცმლით მოვაჭრეების პროდუქცია, თითქმის სრულად გაანადგურა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)