16:08 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 18:10:40, 1403 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით საფრანგეთის გამოცდილებას გაეცნო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის, გიორგიჩხეიძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით საფრანგეთის გამოცდილებას გაეცნენ.

მათივე ინფორმაციით,  ვიზიტის ორგანიზატორი იყო „საფრანგეთის განვითარების სააგენტო“, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს.

მინისტრის მოადგილემსამუშაო შეხვედრები გამართა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტყის სამინისტროში, სადაც სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ასევე სასოფლო-სამეურნეო წარმოებით ეკონომიკური ღირებულების შექმნის და  სოფლის მეურნეობის სექტორისგაძლიერების საკითხები განიხილეს.

შეხვედრებზე ფრანგულმა მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნულ თემებზე  პრეზენტაციები წარმოადგინეს  და ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრები  ქალაქ ბორდოში საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის და ტყის სამინისტროს რეგიონულ სააგენტოშიც იმყოფებოდნენ, სადაც მიწის მესაკუთრეობის, სოფლის მეურნეობის სექტორში ახალგაზრდების ჩართულობის სტიმულირების, კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობისდა ფერმერებისთვის ბიზნესკონსულტაციების მიმართულებით საფრანგეთის გამოცდილებას გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ სამუშაო შეხვედრები გამართა  „საფრანგეთის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელებთან, საფრანგეთში არსებული პროფესიული ორგანიზაციების და ასოციაციების წარმომადგენლებთან, საფრანგეთის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს, მიწის მოწყობისა და სასოფლო დაწესებულებების სააგენტოს ხელმძღვანელებთან. შეხვედრებზე,საფრანგეთის გამოცდილების გათვალისწინებით, ფერმერთა ტრენინგების, ექსტენციის, მიწათსარგებლობის, სარწყავი სისტემით სარგებლობის, ასევე სერვისების განვითარების საკითხები  განიხილეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები  შედიოდნენ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics