|
2017-05-02 13:21:40, 1493 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
სოფელ გლდანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად ჩადო. ახალი საბავშვო ბაღი 7 -ჯგუფიანი იქნება და იქ სკოლამდელი განათლების მიღებას 250-მდე აღსაზრდელი შეძლებს. დასაქმდება 45 ადამიანი. „ეს არის ახალი საბავშვო ბაღების პროგრამის ფარგლებში, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საბავშვო ბაღი, რადგან სოფელ გლდანში პრაქტიკულად, არასდროს არსებობდა ასეთი საბავშვო ბაღი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აგვეშენებინა ახალი, 250 ბავშვზე გათვლილი ბაღი. თანამედროვე შენობა იქნება კეთილმოწყობილი ეზოთი და ყველანაირი პირობებით. მშენებლობა ერთი წლის თავზე დასრულდება და ადგილობრივ მოსახლეობას ახალ საბავშვო ბაღს ჩავაბარებთ“,-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მოთხოვნა სოფელ გლდანის მოსახლეობისგან წლების განმავლობაში აქტუალური იყო, რადგან იქ საბავშვო ბაღი სოფელში არასოდეს ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ნასაგურისა და სოფელი დიღმის შემდეგ ეს უკვე მესამე ახალი საბავშვო ბაღია, რომელსაც დედაქალაქის მერია თბილისთან შემოერთებულ ტერიტორიებზე აშენებს. „შემოერთებული ტერიტორიები ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენთვის, გამომდინარე აქედან, სოფელ გლდანში საბავშვო ბაღის მშენებლობა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადადგა ქალაქ თბილისის მერიამ და საკრებულომ. აღნიშნულ საბავშვო ბაღს მომავალი წლის გაზაფხულზე ჩვენ საზეიმოდ გავხსნით“,- განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ. თბილისში ამჟამად 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, მათგან ხუთი სექტემბერში გაიხსნება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წელს კიდევ 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას დაიწყებს. ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)