04:31 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 12:01:06, 2458 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი: ევროკავშირმა რეფორმები უნდა განახორციელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, გაერთიანება დავტოვოთ

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროკავშირმა რეფორმები უნდა განახორციელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრანგეთმა შესაძლოა, ევროგაერთიანება დატოვოს, - ამის მაკრონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც მაკრონიმ აღნიშნა, ევროპული იდეის მომხრეა, თუმცა პოლიტიკოსებმა მოსახლების აზრი უნდა გაითვალისწინონ. 

"მე პროევროპელი ვარ და ევროპული იდეიის მატარებელი. ასევე ევროპული ფასეულობების მომხრე ვარ. მჯერა, რომ ევროკავშირი საფრანგეთის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. გაერთიანება მნიშვნელოვანია ქვეყნის გლობალიზაციისთვისაც, თუმცა ამავე დროს ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენი ხალხის წინაშე. მოსახლეობა თვლის, რომ ევროკავშირი სტაბილური აღარაა, ხალხი გაბრაზებულია და თუ არაფერი გამოსწორდა ხალხის აზრი უნდა გავითვალისწინოთ. არ მინდა, რომ "ფრექსითის" მომსწრენი გავხდეთ", - აღნიშნა მაკრონმა. 

პრეზიდენტობის კანდიდატის განმარტებით, გამარჯვების შემთხვევაში მანდატს ევროკავშირის სიღრმისეული რეფორმისთვის გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება, თუმცა მანამდე პრეზიდენტობის კანდიდატები - ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი ერთმანეთს ტელედებატებში დაუპირისპირდებიან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics