13:35 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-29 11:28:38, 1659 ნახვა

საზოგადოება
მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი: „ჩემთვის მისაღებია შემოთავაზებული ვარიანტი“

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ მდივანი, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოსთვის დადებითი შედეგის მომტანი იქნება.

 დეპუტატი კომენტარს აკეთებს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით პარლამენტის არჩევის ახალ წესზე.

„მე, როგორც მაჟორიტარი, ვხედავ მაჟორიტარული სისტემის დადებით მხარეებს : ამომრჩეველთან აქტიური კავშირი, მათი მოთხოვნების ხელისუფლებამდე მიტანა და მათი პრობლემების გადაჭრის გზების ძიება ჩემი, როგორც მაჟორიტარის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა.   მაგრამ საარჩევნო სისტემის პლურალიზმისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩემთვის მისაღებია  შემოთავაზებული ვარიანტი. გასაკუთრებით, თუ ეს იქნება რეგიონალურ-პროპორციული სისტემა.

ამ საკითხზე გუნდის შიგნითაც მიმდინარეობს განხილვები და, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელი იქნება ვენეციის კომისიის მიერ სამართლებრივ-იურიდიულ ჭრილში წარმოდგენილი რეკომენდაციები.

საბოლოო გადაწყვეტილება შეჯერებული იქნება სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებითა და ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნებზე დაყრდნობით”, - აღნიშნავს ნინო წილოსანი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics