12:19 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 16:36:24, 1700 ნახვა

საზოგადოება
ინფორმაციული უსაფრთხოების კურსი დასრულდა

„ინფორმაციული უსაფრთხოების სტრუქტურის, სტანდარტებისა და ეროვნული რეგულაციის“ კურსი დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში რამდენიმე კვირის განმავლობაში, ორ ეტაპად მიმდინარეობდა და თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.

ტრენინგის ფარგლებში, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტებმა, ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე პირებმა ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლები, სტრუქტურა და რეგულაციები შეისწავლეს. კურსის მონაწილეებს ინფორმაციული უსაფრთხოების სტრუქტურის მარეგულირებელი დოკუმენტების გაცნობისა და საუკეთესო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

კურსი საქართველოში მეორედ ჩატარდა და მიზნად ქართული მხარისთვის ესტონური გამოცდილების გაზიარებას ისახავდა. ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ორგანიზებით, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. სასწავლო პროგრამას საქართველოში ესტონეთის კიბერშესაძლებლობების განვითარების კომპანია BHC Laboratory ესტონეთის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. ტრენინგს ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში ესტონელი ექსპერტი გენ ვაგულა უძღვებოდა.

ესტონეთი საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობს და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებაში ეხმარება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ალ ჯაზირამ“ ირანზე აშშ-ის ბოლო დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად შეაფასა
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics