12:23 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 10:16:19, 2189 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ახალი საკანონმდებლო ცვლილებები საშულებას იძლევა დასრულდეს 2008 წლის შემდეგ შეჩერებული მშენებლობები

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მიღებულია ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და 2 წლით გახანგრძლივდა 2008 წლამდე  დაწყებული მშენებლობებისთვის შეღავათები.

„თქვენ მოგეხსენებათ, რომ პირველი გადაწყვეტილება მივიღეთ 2015 წელს. დღეის მდგომარეობით, განახლდა 25 ობიექტის მშენებლობა, რომელთა საინვესტიციო ღირებულება აღემატება 130 მილიონ ლარს. ეს ობიექტები 2017 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. შესაბამისად, მობინადრეები მიიღებენ საკუთარ საცხოვრებელ ფართს. ახალი ცვლილებით კი, მოსალოდნელია დამატებით 37 მშენებლობის დასრულება, რომელთა საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 200 მლნ ლარია.  ჩვენ თითოეულ კონკრეტულ პროექტს განვიხილავთ და წარვუდგენთ საქართველოს მთავრობას"-, განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთაწმინდის პარკში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე საკანონმდებლო ცვლილებების ახალი პაკეტის პრეზენტაციისას.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით დაუსრულებელი მშენებლობების დამთავრების საბოლოო ვადად 2019 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics