09:43 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 18:19:14, 1644 ნახვა

საზოგადოება
იერუსალიმის პატრიარქი: ყოვლად მიუღებელია აფხაზ და ოს მომლოცველებთან შეხვედრისთვის პოლიტიკური სარჩულის მიცემა

ისრაელის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე იერუსალიმის ბერძენ მართლმადიდებელ პატრიარქ თეოფილოს III შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად ელჩმა და პატრიარქმა აფხაზური ელექტრონული მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრეს, რომლის თანახმადაც, 10 აპრილს, თეოფილოს III იერუსალიმში  აფხაზი მომლოცველები მიიღო და ე.წ. „აფახაზეთის მთავრობა" დალოცა.

შეხვედრაზე, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III დაადასტურა აფხაზ და ოს მომლოცველებთან შეხვედრა, თუმცა აღნიშნა, რომ  მისთვის ყოვლად მიუღებელია ამგვარ შეხვედრისთვის პოლიტიკური სარჩულის მიცემა.

„ჩემი მკაცრი პოზიცია არის, რომ მე არ ვერევი პოლიტიკაში. მე მათ შევხდი, როგორც ქრისტიანებს, რომლებიც მოსალოცად ჩამოვიდნენ ისრაელში წმინდა მიწაზე აღდგომის დღესასწაულზე. ამ პერიოდში როგორც ჩემთვის ცნობილია ბევრი მომლოცველი ჩამოდის საქართველოდან და ვფიქრობ კარგია, როდესაც არსებობს შესაძლებლობა ადამიანები შეხვდნენ ერთმანეთს", - აღნიშნა იერუსალიმის პატრიარქმა და გამოხატა წუხილი, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მასთან აუდიენციას სხვადასხვა ინტერპრეტაციები ეძლევა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყუბანში მდებარე საკომპრესორო სადგურს და ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს შეუტიეს.
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
ირანმა დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე 85 ამერიკული ობიექტის წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics