|
2017-04-24 15:26:40, 2066 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიასთან შეხვედრები ხვალ გაიმართება
საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიასთან შეხვედრებს 25 აპრილს სტრასბურგში გამართავენ. საკონსტიტუციო კომისიის მდივნის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიას კონსტიტუციის პროექტსა და დაგეგმილ ცვლილებებზე მიაწვდიან ინფორმაციას. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ვენეციის კომისიის მდივანთან ხაზს გაუსვამენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი არ არის. ამასთან, უმრავლესობის წევრები აღნიშნავენ, რომ ყველა ცვლილების შესახებ ვენეციის კომისიას საქმის კურსში წინასწარ ჩააყენებენ. ცნობისთვის, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები კომისიის მდივანს, თომას მარკერტს ცალ-ცალკე შეხვდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)