|
2017-04-24 15:16:04, 1440 ნახვა
საზოგადოება
ჯიპიაი ჰოლდინგმა დასაქმების კვირეულის შედეგად კიდევ 365 ადამიანი დაასაქმა
სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების კვირეული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების დირექტორმა გურამ მუსხელიშვილმა შეაჯამეს. მხარეებმა მედიის წარმომადგენლებს კვირეულის შედეგები გააცნეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ დასაქმების მასშტაბური პროგრამა უკვე მეორედ გამოაცხადა და პროექტის ფარგლებში საცალო გაყიდვების 365 სპეციალისტი დაასაქმა. ამჯერად, დასაქმების პროგრამა თბილისის გარდა რეგიონებსაც მოიცავდა. ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი - დასაქმების ფორუმები სხვადასხვა ქალაქში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ მხოლოდ თბილისში 260 კანდიდატი შეირჩა, რეგიონებში -105. გაყიდვების სპეციალისტის ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს და მუდმივად მზარდია, სპეციალისტის გამოცდილებიდან და პორტფელიდან გამომდინარე. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილებისა და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე, შესაძლებლობა ჰქონდა, გამხდარიყო „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გუნდის წევრი. დასაქმებულმა სპეციალისტებმა უკვე გაიარეს გადამზადების პროგრამა და დაიწყეს მუშაობა საცალო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. დასაქმების პროექტის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო „ჯიპიაი ჰოლდინგი"-ს მიერ მოთხოვნილი კვალიფიკაციის შესაბამისი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების შერჩევა და შერჩეული კანდიდატების „ჯიპიაი ჰოლდინგი"-სათვის გაგზავნა. შერჩეულ კანდიდატთა შორის 110 პირი სწორედ საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული იყო. სამინისტროს ამოცანაა სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობის სერვისების მიწოდებაზე. ამ სერვისებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე არსებული სამუშაოს მაძიებლებისათვის და დამსაქმებლებისათვის საშუამავლო მომსახურების გაწევა. დღეისათვის სოციალური მომსახურების სააგენტოს 54 119 სამუშაოს მაძიებელი ჰყავს დარეგისტრირებული მთელი საქართველოს მასშტაბით. სახელმწიფოს მიზანია, ბიზნეს სექტორთან აქტიური თანამშრომლობის განვითარებით ხელი შეუწყოს სამუშაოს მაძიებლებს დასაქმებაში. ჯიპიაი ჰოლდინგი კიდევ 50 კანდიდატის აყვანას გეგმავს.
(NS)
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყუბანში მდებარე საკომპრესორო სადგურს და ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს შეუტიეს.
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
ირანმა დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე 85 ამერიკული ობიექტის წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)