01:07 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 13:10:20, 2523 ნახვა

მსოფლიო
პარიზის თავდასხმაში ბრალდებულის სავარაუდო თანამზრახველი პოლიციას ჩაბარდა

გუშინ პარიზში მომხდარ თავდასხმაში მეორე ეჭვმიტანილი, ბელგიის პოლიციას ჩაბარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია აღიარებს თუ არა ეჭვმიტანილი ბრალს.

როგორც BBC წერს, ის ბელგიის ქალაქ ანტერვპენში მდებარე პოლიციაში თვითონ მივიდა.

ამასთან, 1 საათით ადრე, საფრანგეთის შინაგან საქმეტა სამინისტროს წარმომადგენლის პიერ ანრი ბრანდეს ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიცია ბელგიელი კოლეგების დახმარებით რეიდებს ახორციელებდა და მეორე ეჭვმიტანილს ეძებდა.

ბელგიის გენერალური პროკურორის განცხადებით, ეჭვმიტანილის ვინაობა და მისი მოქალაქეობა ჯერ არ სახელდება. 

შეგახსენებთ, რომ პარიზის ცენტრში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, კიდევ 2 დაშავდა. ცნობისთვის, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მეორემ კი ადგილიდან მიმალვა მოახერხა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.  თავდამსხმელად კი ბელგიელი აბუ იუსუფი დაასახელა. თავდასხმაში ბრალდებული პირი ანალოგიური დანაშაულისთვის 2005 წელსაც იყო დაკავებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics