|
2015-04-08 20:23:12, 901 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო National Geographic Traveler -ის 50 ქვეყნის ტურისტული მიმართულებების ჩამონათვალში მოხვდა
“50 Tours of a Lifetime“-საქართველო National Geographic Traveler-ის 50 ყველაზე საინტერესო ტურისტული მიმართულებების სიაში მოხვდა. კერძოდ, ქართულ სამზარეულოზე, ღვინისა და კულტურის ტურის შესახებ National Geographic Traveler ის მეცხრე გამოცემაში დაიწერება, რომელიც 2015 წლის მაისში გამოვა. ინფორმაცია ამის შესახებ National Geographic Traveler - ის ვებგვერდზე უკვე განთავსდა. ,,შესარჩევმა პროცესმა კონკურენტუნარიან გარემოში ჩაიარა. ჩვენი გუნდი დაუღალავად მუშაობდა, რომ გამოევლინა 2015 წლის ყველაზე ინოვაციური, საუკეთესოდ ორგანიზებული და მდგრადი ტურები. შესარჩევი პროცესი საუკეთესო ტურის გამოსავლენად უკვე მეათე წელია მიმდინარეობს. დღეისათვის, ექსპერიმენტული მოგზაურობების რიცხვმა იმატა, დაეს მოგზაურობები და ოპერატორები არიან სამაგალითოები ტურიზმის ინდუსტრიისწარმომადგენლებისთვის. ისინი უხსნიან გზებს ტურისტებს და ამავე დროს ტოვებენ დადებით შთაბეჭდილებას ქვეყნებსა და ხალხებზე. კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს ამ დიდ წარმატებას“, - განაცხადა National Geographic Traveler - ის რედაქტორმა მაქს ჯონსონმა. საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, National Geographic Traveler-ის მიერ მსოფლიოს 50 ყველაზე საინტერესო ტურისტულ მიმართულების სიაში საქართველოს მოხვედრა, ხელს შეუწყობს, ჩვენს ქვეყანას ტურიზმის განვითარებისა და საერთაშორისო ტურისტული იმიჯისდამკვიდრებაში. National Geographic Traveler -ი 1888 წელს დაარსდა და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციის National Geographic Society -ის ნაწილს წარმოადგენს. National Geographic Traveler მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჟურნალია და მისი მკითხველთა რაოდენობა 8.5 მილიონს აღემატება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)