|
2017-04-19 14:38:07, 2710 ნახვა
პოლიტიკა
ხმაური პარლამენტში - ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას ჭიქა ესროლა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის 2016 წლის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობდა, დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის ემზარ კვიციანის განცხადებას მოჰყვა. კერძოდ, ოპოზიცია ითხოვდა, ფრაქციების მოხსენებები და გამოსვლები ღია ყოფილიყო. ემზარ კვიციანმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ „ როდესაც უცხო ქვეყნის რეზიდენტი გიგა ბოკერია ზის დარბაზში, მნიშვნელობა არ აქვს, სხდომა დახურული იქნება თუ ღია“. კვიციანის განცხადებას ბოკერიას მხრიდან ღიმილი მოჰყვა, რამაც დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია. მცდელობის მიუხედავად, მანდატურის თანამშრომლებმა დეპუტატებს ერთმანეთთან მისვლის საშუალება არ მისცეს, თუმცა კვიციანმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს წყალი შეასხა, შემდეგ კი, ბოკერიას ჭიქა ესროლა. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)