|
2015-04-08 12:55:38, 979 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კორტების საქმეზე სპეცრაზმელები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ
„ყველაფერს ვცდილობთ, რომ ეს ადამიანები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ“,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ე.წ. კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. გომელაურის თქმით, სპეცრაზმელები მაშინ არასწორ ბრძანებას შეეწირნენ. „პრემიერმა მგონი გასაგებად თქვა, ეს ადამიანები შეეწირნენ არასწორი ბრძანების შესრულებას. არასწორი ბრძანება მიიღეს მათ და ის შეასრულეს მათ. კანონით ეს რა თქმა უნდა ისჯება. ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რომ ეს ადამიანები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ. აქედან გამომდინარე ისინი არიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები და მიიღეს არასწორი ბრძანება. კანონი ავალებს, რომ უკანონო დავალება არ შეასრულოს. 10 წელი ვიმსახურე მანდ, რა თქმა უნდა, რომ მითხრას ხელმძღვანელობამ, მოკალი 10 წლის ბავშვი, დაცხრილე, იმის ტვინი უნდა გქონდეს ელემენტარულად, ეს არ უნდა შეასრულო“,-განაცხადა გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)