|
2017-04-11 10:39:26, 2757 ნახვა
პოლიტიკა
საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებს და რეფერენდუმს ერთმნიშვნელოვნად გმობს
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2017 წლის 9 აპრილს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს საერთაშორისო თანამეგობრობა ეხმაურება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაკეთდა განცხადებები როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისა და ოფიციალური პირების მიერ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებაში გმობს არალეგიტიმურ არჩევნებს და რეფერენდუმს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „ეს არალეგიტიმური არჩევნები და რეფერენდუმი საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ტარდება. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ნათელი და თანმიმდევრულია. ეს რეგიონები წარმოადგენენ საქართველოს განუყოფელ ნაწილებს", - ნათქვამია განცხადებაში. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრეს-სპიკერის მაია კოცინიანჩიჩის მიერ გავრცელებული ევროკავშირის ოფიციალური განცხადებით, ევროკავშირი არ ცნობს საქართველოს ცხინვალის რეგიონისთვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით 9 აპრილს ე. წ. რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. განცხადებაში ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის მხარს უჭერს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მეშვეობით. „ნატო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არალეგიტიმურ არჩევნებსა და რეფერენდუმს. რეგიონისთვის სახელის ან სტატუსის შეცვლის ცალმხრივი ნაბიჯები, საქართველოში სიტუაციის მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას ძირს უთხრის. ნატოს მოკავშირეები საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ და მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნატოს ოფიციალური განცხადება ალიანსის სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ გაახმოვანა. აღნიშნულ ფაქტს ოფიციალურ და Twitter-ის გვერდზე ეხმაურებიან აზერბაიჯანის, უკრაინის, ჩეხეთის, ფინეთის, ლიტვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)