21:53 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-08 13:28:04, 2288 ნახვა

მსოფლიო
რექს ტილერსონი: რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ასადის მხარდაჭერის გაგრძელებას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური მდივანი რექს ტილერსონი, სირიის საავიაციო ბაზაზე თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთის რეაქციით იმედგაცრუებულია.

თუმცა, როგორც ტილერსონმა აღნიშნა, რუსეთის პოზიცია მისთვის მოულოდნელი არ იყო.

"რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ასადის მხარდაჭერის გაგრძელებას აპირებს, რომელიც საკუთარ მოსახლეობაზე თავდასხმებს ახორციელებს. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და მე იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მსგავს რეაქციას არ ველოდი", - აღნიშნა რექს ტილერსონმა.

შეგახსენებთ, რომ სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები და ქალები. ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის ავიაბაზაზე სამხედრო იერიშის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. დაიბომბა სწორედ ის ბაზა, რომლიდანაც ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. აღნიშნულის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის გადაწყვეტილება პოზიტიურად შეაფასეს და მხარი დაუჭირეს. ბაშარ ასადმა კი ამერიკის ქმედებებს "სულელური და უპასუხისმგებლო" უწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics