|
2017-04-07 17:46:52, 796 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძე ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სპორტულ ღონისძიებას დაესწრო
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, საქართველოს კუნგ-ფუსა და კარატეს ასოციაციის ორგანიზებით, დღეს, 6 მაისის პარკში, ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გამართა. ღონისძიების მიზანი იყო ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სპორტის პროპაგანდა ჯანსაღი ფსიქიკისა და ენერგეტიკული აქტიურობის შესანარჩუნებლად. სპორტულ ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო. ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა უკავშირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს - 7 აპრილი, 1948 წელი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს თემას, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემაა და ყურადღებას ამახვილებს მისი გადაჭრის გზებზე. წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა დეპრესია. დეპრესია გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, რომელიც ეხება ნებისმიერი ასაკის თუ სოციალური მდგომარეობის ადამიანს. იგი იწვევს ფსიქიკურ პრობლემებს და ზემოქმედებს ადამიანის ყოველდღიური საქმიანობის შესრულების უნარზე; მსოფლიოში, ყველა ასაკობრივი ჯგუფის 300 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება ამ მდგომარეობით; დეპრესია უნარშეზღუდულობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია; ქალები, კაცებთან შედარებით, მეტად იტანჯებიან დეპრესიით; დეპრესია თვითმკვლელობის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია; იგი სიკვდილობის მეორე წამყვანი მიზეზია 15-29 წლის ასაკში. მარტივი აერობიკა, გიმნასტიკა, იოგა და სეირნობა დეპრესიის პერევენციის ერთ-ერთი საშუალებაა. დეპრესიის, მისი პრევენციისა და მკურნალობის შესახებ ინფორმირებულობის ზრდა ხელს შეუწყობს ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული სტიგმის შემცირებას, რაც თავის მხრივ გამოიწვევს სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების ზრდას. (NS)
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)