20:22 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 11:15:48, 2541 ნახვა

მსოფლიო
კრემლი აშშ-ის მიერ სირიაზე განხორციელებულ იერიშს „სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიად“ აფასებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიაზე თავდასხმას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიად მიიჩნევს, - ამის შესახებ BBC კრემლის პრეს-მდივანზე დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც პესკოვმა განმარტა, პრეზიდენტი თვლის, რომ აღნიშნული თავდასხმა საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს და "მოგონილი საბაბითაა განხორციელებული".

"ეს ნაბიჯი ტერორიზმთან ბრძოლაში საბოლოო მიზნამდე არ მიგვიყვანს. პირიქით შექმნის წინააღმდეგობებს მასთან გამკლავებაში", - მიიჩნევს პუტინი.

ცნობისთვის, ამერიკამ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა და 60 "Tomahawk"-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.

თავდასხმები ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც 2 ხომალდია განთავსებული. ამერიკამ სირიაზე თავდასხმა მას შემდეგ განახორციელა, რაც რამდენიმე დღის წინ იდლიბის პროვინციაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. აღნიშნულ თავდასხმას 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics