12:10 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 10:21:51, 2363 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: თუ დანაგვიანების მიმართულებით რამდენიმე თვეში შედეგი არ იქნება, მწვავე რეაქცია მექნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე დანაგვიანების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. მან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებს დაავალა,  პრობლემას რაც შეიძლება მალე მიხედონ. 

"ზაფხულის ტურისტული სეზონი კარს მოგვადგა.  ბევრს ვმოგზაურობ საქართველოს ფარგლებში და მინდა, გავაფრთხილო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ძალიან მწვავე რეაქცია მექნება, თუ არ გვექნება შედეგი რამდენიმე თვეში. ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე და მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობის კულტურისა. ვერ შევეგუებით იმას, რომ ასეთ მდგომარეობაში იყოს ჩვენი ქვეყნის ბუნება, რომელსაც ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. მაქსიმალურად ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს",- აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics