20:03 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 19:53:47, 1809 ნახვა

საზოგადოება
ჯანელიძე პეტერბურგში მომხდარ აფეთქებაზე: დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს

საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ტერორისტული აქტი ძალიან დიდ ზიანს აყენებს საერთო უსაფრთხოებას და მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებისკენ. მიხეილ ჯანელიძემ ყველა ტერორისტული აქტი დაგმო. 

ამასთან, ჯანელიძეს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია დაზარალებული ქართველების შესახებ.

"ჩვენი შესაბამისი საკონსულო სამსახური მუშაობს ძალიან აქტიურად რუსეთის შესაბამის სამსახურებთან. ამ ეტაპზე, არანაირი დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ქართველები დაზარალდნენ, არ გვაქვს. იმედი მაქვს, საქართველოს მოქალაქე არ იქნება დაზარალებული", - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics