18:51 - 07 Jul, 2026
|
2017-04-01 19:14:09, 1780 ნახვა
საზოგადოება
დათა ქაჯაიამ TCR International-ის საკვალიფიკაციო გარბენზე პირველი ადგილი დაიკავა
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის - TCR International-ის 2017 წლის სეზონის წინასაჩემპიონატო საკვალიფიკაციო გარბენი გაიმართა. აღნიშნული რბოლის შედეგების საფუძველზე, ავტომრბოლელები სტარტის ხაზთან შესაბამისი რიგითობის მიხედვით დადგებიან. საკვალიფიკაციო რბოლაში 12 ქვეყნის სახელით 16 ავტომრბოლელმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს სახელით, ქართველმა ავტომრბოლელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force-ის წევრმა დათა ქაჯაიამ და სერბმა სპორტსმენმა დუშან ბორკოვჩმა იასპარეზეს. დათა ქაჯაიამ, საკვალიფიკაციო გარბენში მიღებული შედეგების მიხედვით, სასტარტო ხაზთან პირველი ადგილი მოიპოვა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)