16:30 - 07 Jul, 2026
|
2017-03-30 16:14:02, 1601 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისების განხორციელება დაიწყო
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისების განხორციელება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, ვერტმფრენმა პირველი მგზავრები, 17 ადგილობრივი მოსახლე, სოფელ ალვანიდან სოფელ ომალოში გადაიყვანა. მათთან ერთად შს მინისტრის მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმაც იმგზავრა. საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, შსს-ს ვერტმფრენი თუშეთში, მაღალმთიან სოფელ ომალოში კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, იქ მცხოვრებ ადამიანებს მოემსახურება. ომალო თუშეთში, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე მდებარეობს. რთული გეოგრაფიული პირობებისა და უგზოობის გამო, სოფელი ნახევარი წლის განმავლობაში დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია.
(NS)
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)