|
2017-03-30 16:01:55, 1652 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული გამოცდებისათვის და საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია სრულდება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 31 მარტს, 18:00 საათზე დასრულდება. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს: „გამოცდებისათვის რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე www.naec.gov.ge და online.naec.ge მიმდინარეობს. 30 მარტის მონაცემებით რეგისტრირებულია: 37 300 -ზე მეტი აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის; 2 200 -ზე მეტი სტუდენტი საგრანტო კონკურსისათვის. რეგისტრაციის ძირითად ეტაპზე პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითებაა აუცილებელი. 20 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია მითითებული არჩევითი საგნის/საგნების შეცვლა ან დამატება. აგრეთვე, შესაძლებელი იქნება გამოცდის ენის შეცვლაც. საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევისა თუ შეცვლის დრო აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე ექნებათ. რეგისტრაციის პროცესის მხარდასაჭერად ინტენსიურად მუშაობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი - 2 47 33 33. ინფორმაციის მიღება ონლაინ დახმარების სერვისითაც არის შესაძლებელი”, - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)