|
2017-03-28 09:57:13, 1483 ნახვა
საზოგადოება
მესაზღვრე კონტროლიორები დღეიდან შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობამდე მოქალაქეებს გაესაუბრებიან
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვლის ინფორმაციით, მესაზღვრე კონტროლიორები დღეიდან შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობამდე ყველა მოქალაქეს გაესაუბრებიან. მინისტრის განცხადებით, შესაბამის განკარგულებას მან ხელი გუშინ მოაწერა. ”მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ჩვენს მესაზღვრე კონტროლიორებს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე 28 მარტიდან ოფიციალურად დაევალებათ, რომ დეტალურად გაესაუბრონ ყველა მოქალაქეს, რომლებიც იმ ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც უვიზო რეჟიმი ვრცელდება, გაუწიონ კონსულტაცია უვიზო მიმოსვლის პირობებთან დაკავშირებით და შეამოწმონ მათი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისობა შენგენის მოთხოვნებთან. იმ შემთხვევაში, თუკი ამგვარი შემოწმებისას და გასაუბრებისას გამოვლინდება, რომ რომელიმე დოკუმენტი არ შეესაბამება შენგენის ზონაში საჭირო სტანდარტებს, მესაზღვრე კონტროლიორი მას გააფრთხილებს და მოსალოდნელ შედეგებსაც განუმარტავს. ეს არის დამატებითი ღონისძიება, რომელსაც შს სამინისტრო მიმართავს მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირებულობისთვის, რათა არ მოხდეს მოქალაქეთა მხრიდან უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევა”, - განაცხადა მინისტრმა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ბოლო 6 წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში რეადმისიის თაობაზე 7 300 განცხადება შემოვიდა და აქედან 95% დაკმაყოფილდა. მინისტრის თქმით, ეს ევროკავშირის ქვეყნების სამართალდამცველებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე მეტყველებს.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)