|
2017-03-24 19:29:13, 1342 ნახვა
საზოგადოება
გუდაურის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ფრანგი ტურისტი გადაარჩინეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ გუდაურის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ფრანგი ტურისტი გადაარჩინეს. უწყების ინფორმაციით, საქართველოში სასრიალოდ ჩამოსული ფრანგი ტურისტი, გუდაურში თვითნებურად გადავიდა სათხილამური გზიდან აკრძალულ ზონაში 5 კმ-ის მოშორებით, კობის მიმართულებით. მთიდან ზვავის უეცარმა მოწყვეტამ ტურისტი თოვლში ჩაითრია, მთაზე მყოფმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შემთხვევა მაშინვე შეამჩნიეს და ტურისტს დახმარება ოპერატიულად გაუწიეს. მაშველებმა 2-საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, ტურისტი ზვავიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს და ვერტმფრენით „ყაზბეგი ჰელი კოპტერსის“ დახმარებით გუდაურის პირველადი დამხარების ცენტრ „ემერჯენსში“ გადაიყვანეს, სადაც დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე გაუკვალავ თოვლში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)