|
2017-03-24 14:30:02, 1596 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ლიგა 2017 იწყება !
25-26 მარტს, „თბილისის ლიგა 2017“ “მარაკანასა” და “ავაზას” სტადიონებზე 09:30 საათიდან აიღებს სტარტს. თბილისის ლიგა უმაღლესი და პირველი ლიგებისგან შედგება. უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს 10 ოფიციალურად რეგისტრირებული სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი. ხოლო, პირველ ლიგაში 20 ოფიციალურად რეგისტრირებული სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი. უმაღლეს ლიგაში გუნდები იასპარაზებენ ორ, ხოლო პირველ ლიგაში ერთ წრედ. პარალელურად, გუნდები ოლიმპიური სისტემით იასპარეზებენ „თბილისის მერიის თასი 2017“-ის გათამაშებაში და გამოავლენენ ორ გუნდს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ „მოყვარულთა თასის 2017“ - ის ფინალურ ეტაპზე. სეზონის ბოლოს, თბილისის ლიგისა და თბილისის მერიის თასის გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „თბილისის მერიის სუპერ თასზე“. თბილისის ლიგა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. თბილისის ლიგის ოფიციალური პარტნიორი და ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია. ლიგის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანიები: „აჭარა“ და „თრიალეთი“. ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, Sportstar.ge”,“1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო” და რადიო „ჯაკო“.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)