08:09 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 12:08:22, 2015 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია: ზოგიერთი სამინისტრო ისეთ ლოკაციაზეა, სადაც ჯობს, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო იყოს

 "საუბარი იყო გეერგეს გამოცხადებაზე, რაც ნიშნავს, რომ ეს საკითხი უნდა შევისწავლოთ",- ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრი გიორგი გახარია სამინისტროების ორთაჭალაში  გადატანის იდეას, რომელზეც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ისაუბრა.

გახარიას თქმით, ეს პირველ რიგში, ხარჯების ოპტიმიზაციისთვის კეთდება.

„მეორე, ჩვენ ტურისტული ქვეყანა ვართ. არის ბევრი სამინისტრო, რომელიც ისეთ ლოკაციაშია განთავსებული, სადაც ჯობს, იყოს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქალაქის ეკონომიკასა და ტურისტების მიღებას შეუწყობს ხელს. ამოსავალი წერტილი გახლავთ ხარჯების ოპტიმიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ გეერგე დაადასტურებს, რომ ეს იქნება საინტერესო, როგორც ეკონომიკურად, ასევე სივრცითი მოწყობის ფარგლებში, ძალიან კარგი იქნება. გეერგე ნიშნავს იდეის შესწავლას. ეს არის კარგი აზრი, რამეთუ არის გარკვეული აუცილებლობა ოპტიმიზირების",- განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics